სტეფან ბანახის სტიპენდიების პროგრამა ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

სტეფან ბანახის სტიპენდიების პროგრამა ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

11-03-2018 პოლონეთის აკადემიური გაცვლების ეროვნული სააგენტო აცხადებს სტეფან ბანახის სტიპენდიების პროგრამას მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ პოლონეთში და კერძოდ, ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

კონკურსში გამარჯვებულ სტიპენდიანტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1500 პოლონური ზლოტის ოდენობით.

მათ, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ პოლონური ენის კურსი ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
• ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან ბაკალავრის ხარისხის მქონე (მაქსიმუმ 2015/2016 აკადემიურ წელს მიღებული) სტუდენტებს, მეცნიერების, საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნიკური მეცნიერებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
• ფლობენ პოლონურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება