გაეროს პლატფორმა „გაერთიანებული იდეები“ (Unite Ideas)

გაეროს პლატფორმა „გაერთიანებული იდეები“ (Unite Ideas)

09-03-2018 გაეროს პლატფორმა „გაერთიანებული იდეები“ (Unite Ideas) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სთავაზობს გაწევრიანდეს აღნიშნულ პლატფორმაში და ერთობლივად იმუშაონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, რომლებიც გაწევრიანდებიან აღნიშნულ ინიციატივაში, საშუალება ექნებათ ონლაინრეჟიმში ითანამშრომლონ ტექნოლოგებთან, დიზაინერებთან, მეცნიერებთან და სხვა კრეატიულ პიროვნებებთან, მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის.

ინიციატივის მიზანია იმ პროფესორებთან თანამშრომლობა, ვისაც სურვილი აქვთ თავიანთი სტუდენტები ჩართონ ისეთი გამოწვევების გადაწყვეტაში, რომლებიც იყენებენ ბლოკჩეინს, მობილურ და ვებ აპლიკაციებს, გამოსახულების ამოცნობა, მონაცემთა ბაზების მეცნიერება, ბუნებრივ ენაზე დაწერილი ტექსტების ავტომატური დამუშავება და ვირტუალური რეალობა.

აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და ონლაინრეგისტრაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

საუკეთესო იდეა გამოცხადდება მდგრადი განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც გაიმართება ნიუ-იორკში (აშშ), 2018 წლის 5-6 ივნისს.

 

სიახლეებში დაბრუნება