სტაჟირების პროგრამა

22-11-2011
სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში
 
საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ეროვნულ ბანკში სტაჟირების ახალ ეტაპს.
სტაჟირებაში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და  მაგისტრატურის კურსის სტუდენტებს.
სტუდენტების განათლება უნდა იყოს შემდეგი  სფეროებიდან: ფინანსები და ბიზნესი, საბანკო საქმე, მათემატიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები,  სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები