პროექტი InnoCENS - სწავლების ხარისხის შეფასების ინოვაციური მეთოდების სასწავლო კურსი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში

18-12-2017 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით  ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მინსკი, ბელარუსის რესუბლიკა) ჩატარდა პრაქტიკული სემინარი - ვორკშოპი ინოვაციური კომპეტენციების შეფასებასთან დაკავშირებით.

პრაქტიკული სემინარი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhancing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და ითვალისწინებს ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. InnoCENS პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მონაწილეობით შეიქმნას ორი სასწავლო კურსის („ინოვაციები ტექნოლოგიებში“ და „ინოვაციური ტექნოლოგიები მეწარმეობისათვის“) სილაბუსი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

საგრანტო პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი. საქართველოს მხრიდან პროექტის კონსპორციუმის წევრები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, არასამთვრობო ორგანიზაცია SMART Consulting.

პრაქტიკულ სემინარზე განხილული იყო სწავლების ხარისხის შეფასების ინოვაციური მეთოდების ერთ-ერთი მოდელის „FINCODA Innovation Barometer“-ს გამოყენების შესაძლებლობები, რომელიც, თავის მხრივ, შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “FINCODA” პროექტის ფარგლებში, ევროპის ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის თანამშრომლობით და რომელიც ითვალისწინებს სწავლების ხარისხის ინოვაციური მეთოდებით შეფასების კონკრეტულ მექანიზმებსა და შესაძლებლობებს, სათანადო კითხვარებისა და სხვა ინოვაციური პარამეტრების გამოყენებით.

ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები. ინტენსიურ და საკმაოდ დატვირთულ სამუშაო და სალექციო შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის პარტნიორ, საქართველოს, სომხეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის უნივერსიტეტებში „FINCODA“ ან მსგავსი სწავლების ხარისხის ინოვაციური მეთოდებით შეფასების სისტემების იმპლემენტაციის საკითხები, ასევე, სწავლების ხარისხის შეფასების ინოვაციური მექანიზმების შემდგომში ადაპტირების შესაძლებლობები. ევროპის მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განხილული იქნა ინოვაციური კომპეტენციების შეფასების სისტემის დანერგვის პერსპექტივები პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

პრაქტიკულ სემინარში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას ღებულობდნენ ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) და ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი).

ტრენინგის მონაწილეებს სასწავლო კურსის გავლის შედეგ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


 

სიახლეებში დაბრუნება