ლექცია რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

ლექცია რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

26-02-2018 28 თებერვალს, 12:00 სთ., სტუ-ს შეხვედრების ოთახში (ადმინიტრაციული კორპუსი, III სართული) ჩატარდება გერმანული მწარმოებელი კომპანიის სანო ჰოლდინგის წარმომადგენლის ლექცია რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

სანო ჰოლდინგის პროფ. კამპელის მიერ განხილული იქნება თანამედროვე მეთოდები, რომელიც მიზანშეწონილი და ხელმისაწვდომია ქართველი ფერმერებისთვის. ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა დიგიტალიზაცია და ციფრული ტექნიკა რძის მწარმოებელ ფერმებში; მოგების ზრდა პროგრამით კონტროლირებად რძის წარმოებაში, რეპროდუქცია, ჯანმრთელობა და კვება.

გერმანელი პროფესორის პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილ იქნება აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული შედეგები.

საგულისხმოა, რომ სანო ჰოლდინგი გეგმავს აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე აგრარული სექტორისთვის, კერძოდ, რძის წარმოებაში ეფექტური შედეგების მისაღებად.

 

სიახლეებში დაბრუნება