კშიშტოფ სკუბიშევსკის სახელობის სტიპენდია და კვლევითი გრანტი 2018

კშიშტოფ სკუბიშევსკის სახელობის სტიპენდია და კვლევითი გრანტი 2018

20-02-2018 კშიშტოფ სკუბიშევსკის ფონდი (პოლონეთი) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამასა და კვლევით გრანტზე მკვლევრებისთვის, 2018/19 აკადემიური წლისათვის.

სტიპენდია ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოონ სამეცნიერო კვლევა ვარშავის უნივერსიტეტში ან პოლონეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში 3 თვის განმავლობაში, ისეთი სამეცნიერო მიმართულებებით, როგორიცაა სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, უახლესი ისტორია.

სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის, მკვლევრებისთვის, რომლებსაც დაცული აქვთ საკანდიდატო დისერტაცია ან აქვთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიღწევები დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

სტიპენდიანტი თემაზე იმუშავებს ვარშავის უნივერსიტეტში ან სხვა პოლონურ სასწავლებელში სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად. სამეცნიერო კვლევის შედეგები უნდა გამოქვეყნდეს ფონდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ფორმითა და პირობებით.

უპირატესობა მიენიჭებათ 40 წლამდე ასაკის კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. სასურველია პოლონური ენის ცოდნა. პოლონური ენის არცოდნის შემთხვევაში, შერჩეული ნომინანტი გაივლის ენის ინტენსიურ კურსს.

კშიშტოფ სკუბიშევსკის ფონდმა, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის თანამონაწილეობით 2018/2019 სასწავლო წლისთვის გამოყო ერთი სტიპენდია და ორი კვლევითი გრანტი.

სტიპენდია მოიცავს 28 940 პოლონურ ზლოტს, რომელიც თანაბრად განაწილდება 3 თვეზე. 9-თვიანი სამეცნიერო კვლევის შემთხვევაში, ბუნებრივია, ყოველთვიური თანხა ნაკლები იქნება. სტიპენდიანტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, ბილეთით (ვარშავამდე და უკან), სამედიცინო მომსახურებით (საჭიროების შემთხვევაში). ფონდი, ასევე, გამოყოფს 3212 ზლოტს კვლევისთვის საჭირო წიგნებისა და სხვა მასალის შესაძენად.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 აპრილი.

ფონდის მიერ კანდიდატთა შერჩევის საბოლოო თარიღია 2018 წლის 3 ივნისი.

პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება