საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლა კორუნიას უნივერსიტეტში

07-02-2018 30 ივლისიდან 17 აგვისტომდე ლა კორუნიას უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის.

საზაფხულო სკოლის კურსების სამეცნიერო მიმართულებებია:
  • არქიტექტურა და ინჟინერინგი
  • ენები
  • მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები და სამართალი
დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ, მათ შორის კურსების სრული ჩამონათვალი და აპლიკაციის შესავსები ფორმა იხილეთ ვებგვერდზე.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი. 30 აპრილამდე მიღებულ აპლიკაციებზე ვრცელდება ფასდაკლება.


 

სიახლეებში დაბრუნება