პრეზიდენტი სტუ-ში

13-10-2011
პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
 
13 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრი, რომელიც გათვლილია 300 სტუდენტზე და სიდიდით მისი ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. ასევე, გაიხსნა სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია. 
როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალის მქონე ლაბორატორიაში განთავსებულია 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურა და შესაძლებელია ლაბორატორიული სამუშაოების განხორციელება საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო პროგრამების ფარგლებში თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.
ღონისძიება გახსნა  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები