Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა 2018/19 აკადემიური წლისათვის

29-01-2018 ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი - Eötvös Loránd University (ELTE) (უნგრეთი) უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე, 2018/2019 აკადემიური წლისათვის.

პროგრამა ფარავს სწავლის საფასურს და მოიცავს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას თვეში 40,460 უნგრული ფორინტის (130 ევრო), ხოლო დოქტორანტებისთვის -  თვეში  140,000 უნგრული ფორინტის (450 ევრო) ოდენობით. ასევე, საერთო საცხოვრებელისა ან დამატებითი ხარჯებისთვის 40,000 უნგრულ ფორინტს (130 ევრო) და სამედიცინო დაზღვევას.

ონლაინ სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 16.02.2018.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

.

 

სიახლეებში დაბრუნება