პრაქტიკული სემინარი ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით

პრაქტიკული სემინარი ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით

26-01-2018 25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული სემინარი/ვორკშოპი ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელსაც უძღვებოდა გერმანიის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინ ბუდინი (საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური).

პროფ. ბუდინის პრეზენტაცია შეეხებოდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ერაზმუს+ გაცვლით პროექტში, რომლის კოორდინატორია კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის პრაქტიკულ დეტალებთან დაკავშირებით.

 

სიახლეებში დაბრუნება