კონფერენცია

21-10-2011
კონფერენცია
 
18-21 ოქტომბერს, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ აგლაძის  დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
18 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში საიუბილეო სხდომა  გაიმართა.
19-21 ოქტომბერს, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ეროვნული კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში, უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით.
კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა ქიმიური ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება შემდეგ დარგებში: ახალი და გაუმჯობესებული მასალები და დანაფარები; ახალი და გაუმჯობესებული ნივთიერებები; ბიომედიცინა, ბიოტექნოლოგია და სურსათის ინდუსტრია; ენერგეტიკა; უსაფრთხო გარემო; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია.
კონფერენციის  მოხსენებათა თეზისები და რჩეული შრომების კრებული გამოიცემა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები