პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა - 2018/19 აკადემიური წელი

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა - 2018/19 აკადემიური წელი

08-01-2018 პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) აცხადებს კონკურსს ინგლისურენოვან სამაგისტრო (2 წელი) და სადოქტორო (4 წელი) პროგრამებზე სასწავლებლად 2018-2019 აკადემიური წლისათვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიები გაიცემა შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:
• აერონავტიკა და კოსმოსური მეცნიერებები და ტექნოლოგიები
• ქიმია
• ქიმიური ინჟინერია და ტექნოლოგიები
• კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგიები
• მართვის მეცნიერებები და ინჟინერია
• ელექტრონიკის  მეცნიერებები და ინჟინერია
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინჟინერია
• მანქანათმშენებლობა
• პროგრამული უზრუნველყოფა

მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
- დაზღვევა;
- სტუდენტური საცხოვრებელი; 
- ყოველთვიური სტიპენდია (3,000 ჩინური იუანი მაგისტრანტებისათვის და 3,500 ჩინური იუანი დოქტორანტებისათვის).  

კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
  • სტუდენტი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა ირიცხებოდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე, აქტიური სტუდენტის სტატუსით;
  • მაგისტრანტებმა უნდა წარმოადგინონ ბაკალავრიატის დიპლომი და დოქტორანტები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს, იმავე ან მომიჯნავე მიმართულებაში
სააპლიკაციო დოკუმენტები:

• პირადობის მოწმობის /პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი
• EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე) 
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
• შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა: TOEFL IBT (მინიმალური ქულა 80) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5) (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
• ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით (ქართულ ენაზე)
• ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი (ქართულ ენაზე)
• სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
• ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე) 
• კვლევის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის)

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 9 თებერვალი. 

მისამართი: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ოთახი N225
ტელ.: (+995 32) 236 31 25; 236 32 06
ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge 

სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვას და კანდიდატთა ნომინირებას სტიპენდიაზე განახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბოლოო შერჩევას - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ბმული და დანართი.


 

სიახლეებში დაბრუნება