სტუ-ის პროექტის გამარჯვება

07-11-2011 ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტის გამარჯვება ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში TEMPUS IV-th Call Joint Projects გაიმარჯვა ერთობლივმა პროექტმა “მაღალპროფესიული ტერნინგების ბაზაზე უნივერსიტეტების წარმოებასთან ტანამშრომლობის განვითარება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტები. პროექტი, რომლის ადმინისტრატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძეა, სამწლიანია. მისი დაფინანსება 863 ათას ევროზე მეტია. პროექტის ფარგლებში იგეგმება სტუ-ში წარმოებასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნა და შემდგომ, მის ბაზაზე, ბიზნესის განვითარების ლაბორატორიის შექმნა. სტუ-ში შექმნილი წარმოებასთან თანამშრომლობის ცენტრის მუშაობის შედეგები ფართოდ დაინერგება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და საწარმოო ობიექტებში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები