სტუ-ს დოქტორანტის გამარჯვება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში

27-12-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნათია გიგაურმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა კონკურსში და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა.

ნათია გიგაური მეორე კურსის დოქტორანტია, პროგრამაზე ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია. მისი ხელმძღვანელია პროფესორი ლეილა გვერდწითელი.

ახალგაზრდა დოქტორანტის კვლევის საგანს წარმოადგენს აქტუალური ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ზესტაფონის ფეროშნადნობი ქარხნიდან გამოფრქვეული აეროზოლების გავრცელების მოდელირებაზე.

მას უცხოეთში  გამოქვეყნებული აქვს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული მიღწევები და უცხოელი მეცნიერების მხრიდან მიღებული აქვს არაერთი დადებითი გამოხმაურება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები