სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

02-12-2011
Global UGRAD
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს 2012-2013 წლის გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტში ან კოლეჯში. აღნიშნული სტუდენტური პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას.
პროგრამის ყველა მონაწილე:
  • დაესწრება ლექციების კურსს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში;
  • პირველი სემესტრში შეასრულებს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივ საქმიანობას მასპინძელ ქალაქში;
  • მეორე სემესტრში გაივლის ნახევარ-განაკვეთიან სტაჟირებას.
სტუდენტები, რომლებიც სააპლიკაციო ფორმების ჩაბარების მომენტში არიან პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში, ხოლო მეორე და მესამე კურსის სტუდენტები იცხოვრებენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში და განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
 
პროგრამა დაფინანსებულია სრულად და ითვალისწინებს:
  • მხარდაჭერას აშშ J-1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
  • ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში;
  • უნივერსიტეტში სწავლების საფასურს და სხვა სავალდებული საუნივერსიტეტო ხარჯებს;
  • თანხას წიგნების შესაძენად;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას;
  • სამედიცინო დაზღვევას.
 
 შევსებული სააპლიკაციო ფორმების ჩაბარება  შესაძლებელია როგორც უშუალოდ, ასევე ონლაინ რეჟიმში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22.12.11.
 
   სპეციალობების ჩამონათვალი:
  • საბუღალტრო აღრიცხვა
  • სოფლის მეურნეობა
  • ანთროპოლოგია
  • ბიოლოგია
  • ბიზნესი
  • ქიმია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • სისხლის სამართალი
  • სამართალმცოდნეობა
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • ინჟინერინგი
  • ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტი
  • გეოლოგია
  • ტურიზმისა და სერვისის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობებო
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
  • ფიზიკა
  • პოლიტოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია
  • ქალაქის დაგეგმარება
  • ამერიკანისტიკა
 
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები