მოსამზადებელი პროგრამა სერტიფიცირებული ანალიტიკოსი აქტუარის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად

მოსამზადებელი პროგრამა სერტიფიცირებული ანალიტიკოსი აქტუარის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად

24-12-2017 აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაცია (აფაა) აცხადებს მიღებას სასწავლო/სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის.
 
პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირებული ანალიტიკოსი აქტუარის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად და ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, "Governing for Growth (G4G) in Georgia" პროგრამის პირობების შესაბამისად.

სერტიფიცირებული ანალიტიკოსი აქტუარი (CAA) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიულ კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს, რომ ამ კვალიფიციკაციის მქონე პირი ფლობს სათანადო ტექნიკურ და პროფესიულ უნარებს და შესაბამისად, მას  გახსნილი აქვს ფინანსურ სფეროში კარიერული განვითარების გზა.

სერტიფიცირებული ანალიტიკოსი აქტუარის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდა მათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლებში (Fundamental Mathematics & Statistics), ხოლო შემდგომში - კიდევ ხუთი გამოცდა შემდეგ სფეროებში: ფინანსები და ფინანსური მათემატიკა (Finance and Financial  Mathematics), სტატისტიკა და მოდელირება (Statistics and Models), გრძელვადიანი აქტუარული მათემატიკა (Long Term Actuarial Mathematics), მოკლევადიანი აქტუარული მათემატიკა და მოდელები (Short Term Actuarial Mathematics and Models), “მოდელირება და შერჩევითი აუდიტი“ (Models and Audit Trails).

CAA კვალიფიკაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდი.

პროგრამის პირველი ეტაპის მიზანია დაეხმაროს კანდიდატებს ჩააბარონ CAA-ის სამი გამოცდა, რომელიც მათ შესძენს საბაზისო ცოდნას:
  • მოდული 0 - Fundamental Mathematics & Statistics;
  • მოდული 1 - Finance and Financial  Mathematics;
  • მოდული 2 - Statistics and Models.
სწავლება ჩატარდება ქართულ ენაზე, ხოლო სასწავლო მასალები და გამოცდები იქნება ინგლისურენოვანი.

წარმატებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს: რეზიუმეს შერჩევა, ტესტური გამოცდა და გასაუბრება.
პირველი ეტაპის ხანგძლივობა: 15/01/2018 - 31/05/2019;
  • მეცადინეობის ჩატარების დრო: კვირაში ორი სამუშაო დღე 19:00-21:00;
  • მეცადინეობის ჩატარების ადგილი: ლ.მიქელაძის ქ. N5, თბილისი, საქართველო, G4G-ის ოფისი.
დეტალები განხილული იქნება შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 26 დეკემბერს, 16:00 სთ.

მისამართი:
USAID - Governing for Growth (G4G) ოფისი
ლ.მიქელაძის ქ. N5.

 

სიახლეებში დაბრუნება