მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა - 2019

20-12-2017 იაპონიის მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი “The Matsumae International Foundation" აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე 2019-2020 აკადემიური წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უცხო ქვეყნების მკლევრებს, მათ, ვისაც უკვე გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ხარისხი.

პრიორიტეტული სფეროებია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო მეცნიერებები.

სტიპენდიების პროგრამის ხანგრძლივობა 3-6 თვეა, 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტის პერიოდში (მაგ. 5 თვე 2019 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე).

საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო.

კველევითი სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი აპლიკაცია იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები