ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU - საინფორმაციო შეხვედრა

09-12-2017 12 დეკემბერს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზი) ერაზმუსის სტუდენტური ქსელის (Erasmus student network- ESN) ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU ჩაატარებს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას Erasmus+ სასტიპენდიო აკადემიური პროგრამების შესახებ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისთვის.

პრეზენტაციებს გაუძღვებიან ორგანიზაციის აქტიური წევრები და სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა კონკურსში და Erasmus+ სტიპენდიანტები გახდნენ. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ ESN არის ერთ-ერთი უდიდესი სტუდენტური ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით, რომელიც აერთიანებს 14 500-ზე მეტ აქტიურ წევრს 38 ქვეყანაში. ESN წარმოადგენს მრავალპროფილურ ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზნებია: გაცვლით სასწავლო პროგრამებში სტუდენტების ჩართვა, უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერა, მულტიკულტურული გარემოს შექმნის მიზნით სხვადასხვა აკადემიური თუ სოციალური ღონისძიების ორგანიზება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები