კონფერენცია "სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები"

კონფერენცია "სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები"

04-12-2017 1-ელ დეკემბერს, 9:30-17:30 სთ., შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".  კონფერენცია გაიმართება სასტუმროში Radisson Blu Iveria (მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, თბილისი).

კონფერენციის მიზანია, საზოგადოებას წარუდგინოს ფონდის საკონკურსო პროგრამებისა და  ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში, გააცნოს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები, დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის დღის წესრიგი, ასევე, მოიცავს პრეზენტაციებს ფონდის 2018 წლის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია.

ფონდის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება