მობილობა

07-09-2011
მობილობის წესით ჩარიცხვისათვის
 
1.        პირი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის www.nea.ge ელექტრონულ პორტალზე მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.  საბუთები მიიღება  ყოველდღე, გამოსასვლელი დღეების გარდა (კვირა), 10 საათიდან 16 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350);
 
2.        მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
  
მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
 
1.       განცხადება
2.       პირადობის მოწმობის ასლი;
3.       სასწავლო ბარათი  (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.       ატესტატის (დიპლომის)ასლი;
5.       გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6.       ჩარიცხვის ბრძანების ასლი,  დამოწმებული ბეჭდით;
7.       სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები