ERASMUS+ - პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაგისტრანტები სტუ-ში

12-11-2017 ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით იმყოფებიან პროექტის კოორდინატორი პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) მაგისტრატურის სტუდენტები, სატყეო სპეციალობით.

პოლონელი მაგისტრანტები პიოტრ ბოგუცკი (Piotr Bogucki) და იაკუბ ციხოცკი (Jakub Cichocki) 2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სემეტრში აგრძელებენ სწავლას სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე.

სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში მათ უკვე განახორციელეს გასვლითი სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც აიღეს ნიმუშები და ჩაატარეს სასწავლო კურსით გათვალისწინებული სამუშაოები.

მორიგი სასწავლო პრაქტიკა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმში.

სასწავლო სემესტრის დასრულებამდე აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე პოლონელ სტუდენტებთან ერთად დაგეგმილია მობილობით გათვალისწინებული კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობების ჩატარება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები