გამოფენა - "Start in Georgia" ყველაფერია შენი სტარტაპისთვის!“

03-11-2017

18 ნოემბერს, 10:00 სთ, Expo Georgia III პავილიონში იხსნება გამოფენა "Start in Georgia" ყველაფერია შენი სტარტაპისთვის!“.

გამოფენა Start – Business Solutions კომპანიისა და ქართული სტარტაპების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც მომავალ მეწარმეებს ეხმარებიან ბიზნესის დაწყებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

  • ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
  • ფონდები, პროგრამები, ბანკები;
  • საკონსულტაციო კომპანიები;
  • ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.

ღონისძიება მიზნად ისახავს, დამწყებ მეწარმეებს გააცნოს სრული ინფორმაცია ბიზნეს აქსელერატორების, ინკუბატორების, საკონსულტაციო და ისეთი კომპანიების შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ როგორც ინვესტიციების მოზიდვაში, ისე ბიზნესის დაწყებაში, პროდუქტის დახვეწასა და განვითარებაში.

გამოფენაზე დასასწრებად დაინბტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები