ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დებრეცენის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

31-10-2017 დებრეცენის უნივერსიტეტი (University of Debrecen – UD) (უნგრეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17

დებრეცენის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

დებრეცენის უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში დამატებით სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება დებრეცენის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და ზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური პერსონალის მობილობა დებრეცენის უნივერსიტეტში და მათემატიკის, სტატისტიკისა  და საინფორმაციო  ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები