გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია-სემინარები „სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც სოციალური სახელმწიფო“.

27-10-2017 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარებს წაიკითხავს ბონის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის (გერმანია) ემერიტუს პროფესორი თეო კობუში

ლექცია-სემინარების ორგანიზატორია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კვლევითი ცენტრი „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“.

გერმანელი პროფესორი წაიკითხავს ლექციებს და გამართავს დისკუსიებს თემაზე: „სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც სოციალური სახელმწიფო“.

31 ოქტომბერს საჯარო ლექცია გაიმართება სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 13:00 სთ.

1 ნოემბერს საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართება სტუ-ს მე-6 კორპუსში, საჯარო ლაბორატორიაში, 13:00 სთ.

ლექცია-დემინარებზე დასწრება შეუძლიათ, როგორც სამართლის მეცნიერებათა, ისე ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები