სტუდენტური ღონისძიება

16-07-2011
სტუდენტური ღონისძიება
 
16 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 6 რაზმი (სტუ-ის 60-ზე მეტი სტუდენტი), საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში მონასტრების აღდგენით სამუშაოებზე გაემგზავრა. გამგზავრების წინ სტუდენტები მამა გიორგი(მალხაზიშვილმა) დალოცა.
სტუდენტები 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ ლასურიაშის, ცაგერის, აბასთუმანის, თეთრიწყაროს და მანგლისის მონასტრებში.
აღნიშნული ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები