ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

18-10-2017 კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში (Constantine the Philosopher University in Nitra - UKF) (სლოვაკეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17

ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი ფორმები იხილეთ ვებგვერდზე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და ზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში და ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და ციფრულ სისტემებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება