მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია - ახალი პროგრამით მეცადინეობების განახლება

17-10-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“, რომელიც 28 ოქტომბრიდან  ახალი პროგრამითა და ფორმატით განაახლებს მეცადინეობებს.

მეცადინოებები ჩატარდება ყოველ შაბათს და ტრადიციულ კურსებს:  „გამოყენებითი, სახალისო მათემატიკა“, „თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური გამოწვევები და სტუ“, „Arduino“, დაემატება ლექციები ხელოვნებათმცოდნეობაში, web-ტექნოლოგიები და პროგრამირება.

მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია ელის ახალ მსმენელებს - მომავალ აკადემიკოსებს.
 
მისამართი:
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრი - „ერთად“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი (კოსტავას 77), VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი  510ა.
ტელ.: 236-41-28, 64-47

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები