ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცეში

04-10-2017 1-ელ ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები განხორციელდა, რომლებსაც ესწრებოდნენ თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების 2000-მდე სტუდენტი, უნივერსიტეტების  რექტორები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები.

სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ; განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ; ქ.თბილისის მერიის განათლების. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტტეის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; პარლამენტის წევრებმა ზაზა ხუციშვილმა, ბიძინა გეგიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და თბილისში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებმა.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტებთან ერთად  საზეიმო 
ვითარებაში გაიჭრა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ტორტი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თბილისისი მასშტაბით, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოები და ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სპორტული ცენტრების შესახებ გადაღებული ვიდეო რგოლი.

წვეულებას უძღვებოდნენ წამყვანები ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია, ხოლო მუსიკალურად აფორმებდნენ და სტუდენტების განწყობაზე ზრუნავდნენ ბენდი „Goofy Land-ი“ და DJ.

პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი“ და მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ბარმენების შოუ და დამსწრე საზოგადოებას უფასოდ შესთავაზეს მათ მიერ მომზადებული კოქტეილები.

აღნიშნული სამსახურის ორგანიზებით მომავალშიც იგეგმება მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები