სტუ-ს სტუდენტები იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში

29-09-2017 9-17 სექტემბერს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (გერმანია) ჩატარდა ე.წ. QUALI-Start-Up ლექციების კურსი, რომელიც „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში იქნა ორგანიზებული.

პროექტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ (2013, 2015) გაგრძელებას და მისი ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი.

ლექციების კურსი საზეიმოდ გახსნა იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფ. სებასტიან შმიდტმა.

ლექციების კურსში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, ილიაუნი და აგრიუნი) სტუდენტები (22 სტუდენტი). მათ ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი, პროფ. ჰანს შტროერი; ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ ბერნ ნოიმაიერი; ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჯონ შა; ენერგიისა და კლიმატის ინსტიტიტის (IEK) დირექტორები: პროფ. ანდრეას ვანერი და პროფ. ასტრიდ კლენდერ-შარ; ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორი, პროფ. გჰალებ ნატუა; ასევე, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის (PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: პროფ. დეტლევ გოტა, დოქტორი ფარიდა გრინბერგი, დოქტორი ანდრო კაჭარავა, დოქტორი ირაკლი ქეშელაშვილი, დოქტორი მანუელ ანგსტი, დოქტორი ეზეკიელ ფარერ და სხვები.

ლექციებთან ერთად სტუდენტებს ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობებიც. შემაჯამებელი პრეზენტაციები სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომდიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა) წარმოადგინეს. დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ქართველი სტუდენტები გაეცნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen)  და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები