ლექცია

16-06-2011

საქპატენტისა და USAID-ის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში სტუ-ში ლექცია ჩატარდა

16 ივნისს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI Economic Prosperity Initiative) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექცია თემაზე: “ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის მექანიზმები’’.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები. მომხსენებლები იყვნენ USAID-ის მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დარგში და საქპატენტის წარმომადგენლები.

მსგავსი ღონისძიების ჩატარება იგეგმება ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები