ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17-06-2011

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს  აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმა 

17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ მოაწერეს. ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაიმართა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში. ასევე, სხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაში. სტუ დაეხმარება აკადემიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, სასწავლო და საცნობარო ლიტერატურის მომზადებაში. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაწვდის ინფორმაციას საფინანსო სფეროში მიმდინარე უახლეს ცვლილებებზე; სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესურას ჩართავს თავის პროექტებში; სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების, ტრენინგებისა და სასერთიფიკატო პროგრამებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები