ძვირფასი ლითონების შემფასებელთა კურსი - 31 ივლისიდან

27-07-2017 31 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი - პროფ. ნოდარ ფოფორაძე) იწყება "ძვირფასი ლითონების შემფასებელთა მომზადების კურსი" (დასაწყისი - 10:30 სთ.). 

აღსანიშნავია, რომ კურსები მუდმივმოქმედია და ყოველთვიურად ტარდება.

საჭირო საბუთები:
1. ფოტოსურათი 3X4, 2 ცალი;
2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
3. დიპლომის ქსეროასლი;
4. CV ან ავტობიოგრაფია.

მისამართი:  0175, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, III  კორპუსი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ოთახი 308ა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 238-25-88, 577 42-83-47, 593 27-24-65.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები