„საქართველოს უნივერსიადა 2017“ - სტუ-ს მორიგი გამარჯვება

19-07-2017 15 ივლისს დასრულდა „საქართველოს უნივერსიადა 2017“, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა.

უნივერსიადა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შორის ჩატარდა და ის ორგანიზებული იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

„საქართველოს უნივერსიადა 2017“-ის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთო ჯამში მოიპოვეს 36 მედალი, აქედან 16 ოქრო, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ვულოცავთ თითოეულ სპორტსმენს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

   

     


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები