რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების ონლაინ პრეზენტაცია და ტრენინგი

03-07-2017 4 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე (გარემოს დაცვისა და საწარმოო ეკოლოგიის მიმართულება) გაიმართება ვებინარი - რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია. ვებინარი ჩატარდება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ((UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო (RECP) პროექტის ორგანიზებით.

ასევე, გაიმართება ონლაინ ტრენინგი, რომელიც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ქართველი ექსპერტებისათვის, საწარმოების წარმომადგენლებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

ღონისძიებას მინსკიდან (ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან) წარუძღვება საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნ იოჰანეს ფრესნერი.

ვებინარში პარალელურად მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, უკრაინა, მოლდავა.

ვებინარი ჩატარდება ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მისამართი: მ. კოსტავას ქ. N69, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-2 კორპუსი, 601 აუდიტორია.

ჩატარების დრო: 10:30-17:30 სთ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები