Erasmus+ - საინფორმაციო სემინარი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ

Erasmus+ - საინფორმაციო სემინარი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ

20-06-2017 19 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა ჩაატარა საინფორმაციო სემინარი ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებთან (JMD სტიპენდიები) დაკავშირებით.

სემინარზე წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმოხილვა, დაშვების პირობები, პროგრამის ფინანსური მახასიათებლები და ა.შ. ასევე, ევროპული უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს დაურიგდათ სპეციალურად შემუშავებული საინფორმაციო მასალა და გზამკვლევები.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო აქტუალურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ უკვე ჩატარდა თელავში, ახალციხესა და ბათუმში. იგეგმება შეხვედრა ქუთაისში და შემოდგომიდან შეხვედრების ახალი სერია თბილისში.

ერთობლივ სამაგისტრო პროგრამების შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება