„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017 - ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ“

20-06-2017 21 ივნისს, 19:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება ყველაზე მასშტაბური შიდა საუნივერსიტეტო პროექტის: “სტუ-ს სტუდენური დღეები 2017 – ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ” დახურვის გრანდიოზული გალა კონცერტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა, გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები და ფაკულტეტები, რომლებიც საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე.

გამარჯვებულ ფაკულტეტს გადაეცემა გრანპრი.

გალა კონცერტი დასრულდება ყველასათვის ნაცნობი ჯგუფის “მგზავრები”-ს კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით.

“სტუ-ს სტუდენური დღეები 2017 – ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ” დახურვის გრანდიოზული გალა კონცერტი მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალური ფეისბუქის გვერდით.

სტუ-ს ვიდეოპორტალის მხარდაჭერით, კი, სიმბოლურად მოეწყობა “ვიზალიბერალიზაციის ოთახი”, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან:
• განათლების და მეცნიერების მინისტრი;
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
• ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები;
• პარლამენტის განათლების, მეცნიერების  და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
• პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
• პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მისამართი: კოსტავას 77, სააკაძის მოედანი, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი.

საკონტაქო პირი:
რატი გურგენიძე - 597 00 04 07
გიორგი კულდონაშვილი - 599 44 06 26

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები