კონფერენცია “ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”

კონფერენცია “ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”

20-06-2017 21 ივნისს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება კონფერენცია “ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”.

კონფერენცია გაიმართება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ,,მმართველობა განვითარებისათვის” ფარგლებში, რომელიც დელოიტ ქონსალთინგის მიერ ხორციელდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა ფაკულტეტის 10 სტუდენტი.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ექსპერტების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.


 

სიახლეებში დაბრუნება