საჯარო აუქციონი

21-05-2011
      სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საჯარო აუქციონს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ
 
 
  1. გამოცხადდეს საჯარო აუქციონი სარეაბილიტაციო პროგრამის შესრულების შედეგად სტუ-ს სასწავლო კორპუსებში გამოთავისუფლებული გათბობის სისტემის თუჯის რადიატორების და დემონტირებული ლითონის მილების პრივატიზების მიზნით, ჯართის სავარაუდო წონაა 10 ტონა.
  2. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 1 ტონისათვის განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით.
  3. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს  1050    ლარის ოდენობით.
  4. ბიჯის სიდიდე განისაზღვროს ტონაზე 50 ლარის ოდენობით.
  5. ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.
  6. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული საპრივატიზებო ქონების მაქსიმალური საფასური.
 
     საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები:
    
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
2. აუქციონში მონაწილეობისათვის სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ აუქციონში მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ან ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ანგარიშსწორებისათვის დადგენილ ვადაზე ნაკლები);
ვ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გადაიხადოს სრული თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუციონზე დასახელებულ სახელმწიფო ქონების საბოლოო საფასურს. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ.
4. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. იმ შემთხვევაში თუ კომისიამ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გაუქმდა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
6. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა:
ა) საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ წარმოადგინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უარი განაცხადა ხელი მოეწერა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისათვის.
7. საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე.
 
        საჯარო აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 27 მაისს, 17 საათზე. მისამართი:
ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.№77, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული.
 
  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა და მონაწილის ბილეთის საფასური შეტანილ უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე:
      სს “თიბისი ბანკი”, სკ 211349192, ა/ანგარიში №GE47TB0600000003408001/GEL, ბანკის კოდი 220101830
 
საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 2011 წლის 20 მაისიდან 27 მაისი ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, შემდეგი მისამართით: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.№77, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №218, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი ნინო ხოლუაშვილი (ტელ: 36 52 03).
თუ აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
     
 
 
     
სსიპ  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები