სერთიფიკატების გადაცემა

05-05-2011
ნინო ხოფერიამ სტუ-ის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა
 
5 მაისს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ სტუ-ის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა.
ტექნიკური უნივესიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28 სტუდენტმა სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროებში გაიარა. სწავლება ორთვიანი იყო. პრაქტიკულ საწავლებასთან ერთად, სტუდენტებს გააცნეს სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და სტუ-ის შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნოტარიუსთა პალატამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სტუდენტთა პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში.
მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს დაეხმარება ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას მომავალში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები