Erasmus+ - სალექციო კურსი პრაქტიკული ვებ დეველოპმენტის მიმართულებით

Erasmus+ - სალექციო კურსი პრაქტიკული ვებ დეველოპმენტის მიმართულებით

13-05-2017 8 – 13 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ ქანთარია Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა გერმანიის კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი გერმანულ უნივერსიტეტს სტუმრობდა სწავლების მიზნით აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია.

მიხეილ ქანთარიამ გერმანულ უნივერსიტეტში ჩაატარა ლექციები პრაქტიკული ვებ დეველოპმენტის მიმართულებით: "Drupal. Data reporting and visualiზation".

ქართველი მეცნიერის სალექციო კურსს ესწრებოდნენ ხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები (ინფორმატიკა, ელექტრული ინჟინერია, ჟურნალისტიკა) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან, ნიგერიიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან და სხვ.

საგულისხმოა, რომ 9 მაისს კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაიმართა "საქართველოს დღეები", რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს გერმანულ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლით პროგრამით მყოფმა სტუ–ს მაგისტრატურის სტუდენტებმა: ლევან სვანიძემ, ჯემალ ხაჩიძემ და თემურ გელაშვილმა. ქართველმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ქართული კულტურა, ღირშესანიშნაობები და სამზარეულო, რამაც აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

 

სიახლეებში დაბრუნება