ERASMUS+ საერთაშორისო კვირეული აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში

08-05-2017 1-5 მაისს აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში (აფიონი, თურქეთი) ჩატარდა ERASMUS+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, მალაიზიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, კოსოვოს, ყირგიზეთის, უკრაინისა და თურქეთის იმ წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობენ აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტთან.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა გამართეს პრეზენტაციები თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ, ასევე, განხილული იქნა ერაზმუს+ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

სამუშაო შეხვედრებთან ერთად, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული იყო გაცნობითი ხასიათის კულტურული ღონისძიებებიც, რომელიც თურქული ეროვნული საკრავების მუზეუმში გაიმართა.

საერთაშორისო კვირეულში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ნ. ბრეგვაძე, მ. ზვიადაძე, ნ. კუპრაშვილი, ე. ფაჟავა, ა. ფუტკარაძე და ნ. ცომაია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები