"სმართ ლოჯიქი" - ანაზღაურებადი სტაჟიორის ვაკანსიები IT დეპარტამენტში

"სმართ ლოჯიქი" - ანაზღაურებადი სტაჟიორის ვაკანსიები IT დეპარტამენტში

08-05-2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სმართ ლოჯიქი" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის IT (ტექნიკური მხარდაჭერის) დეპარტამენტში ანაზღაურებადი სტაჟიორის ვაკანსიებზე, დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო პოზიციის დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის სტაჟიორი
თანამდებობრივი სარგო: 500 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
ძირითადად თბილისში  და  საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა იმ სამსახურის კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, პროგრამებისა და კომპიუტერული ქსელის მომსახურეობა, რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სსიპ ”სმართ ლოჯიქი’’.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით.

• ოპერაციულისისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
• Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
• კომპიუტერული ნაწილების (Hardware) ზოგადი ცოდნა; 
• ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
• კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
• პერიფერიული მოწყობილობების გამოყენება, მათ შორის უსადენო.

(ზემოთ ხსენებული მოთხოვნების ცოდნა აუცილებლად უნდა მიეთითოს  განაცხადში, მაგ: სამოტივაცი ოწერილში)

უნარები და პიროვნული თვისებები:
• დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაცია;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• როგორცგუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობისუნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე, არაუგვიანეს 2017 წლის 14 მაისისა.

 

სიახლეებში დაბრუნება