ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აალენის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

18-04-2017 აალენის უნივერსიტეტი (Hochschule Aalen - Aalen University) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.04.17

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 26.04.17

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.17

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსებისა და შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ ვებგვერდი (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საინჟინრო და ბიზნესის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამები).

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო და ბიზნესის მიმართულებებს).

პარალელურად, შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები