იტალიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიების პროგრამა 2017-2018 აკადემიური წლისთვის

05-04-2017 იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო სტიპენდიების პროგრამას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, 2017-2018 აკადემიური წლისთვის. 

სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე იტალიურად და ინგლისურად.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი წარმოდგენილი ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. ნებისმიერი სახის სტიპენდია გათვლილია 45 თვეზე და თვიურად 900 ევროს შეადგენს.

განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 მაისი, 12:00 სთ. (იტალიის დროით).

საკონტაქტო პირი - ნინა კილასონიძე
ელ.ფოსტა: culturale.tbilisi@esteri.it
Tel. +995 322 996418/208



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები