შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესებში

29-03-2017 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

კონკურსში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი უმაღლესი დაწესებულებიდან თითო გუნდს.

მონაწილეობის პირობები:
–  გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს ოთხი წევრისგან
–  გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა გამოაგზავნოს განაცხადის ფორმა
– რეგისტრაციის დასრულებიდან პირველ სამუშაო დღეს გუნდს გაეგზავნება კაზუსი. გუნდს ეძლევა მოსამაზადებელი 2 კვირიანი ვადა
– შეჯიბრის წესებში მოცემული მასალების წარმოდგენიდან 5 დღის განმავლობაში შეირჩევა მონაწილე გუნდები და ჩატარდება კენჭისყრა

შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით, მიმდინარე წლის აპრილის  დასაწყისში და ჩატარების ადგილი დამატებით ეცნობებათ კონკურსანტებს.

კონკურსში მონაწილე გუნდმა ელექტრონულ მეილზე უნდა გააგზავნოს:
• ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა;
• შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანირებული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დასკანირებული).

განაცხადები მიიღება 2017 წლის 23 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე tako_khubuluri@yahoo.com ან მყარი-ამობეჭდილი ფორმით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, N2, 0131, 502), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (9:00 - 17:00 სთ.).

შეჯიბრთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები