წარმატება ოქსფორდის უნივერსიტეტში

წარმატება ოქსფორდის უნივერსიტეტში

24-03-2017

ახალგაზრდა მეცნიერ–ეკონომისტის  ნათია შენგელიას წარმატება ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) 

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ეკონომიკაში, სტუ-ს ბიზნეს ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა-ნათია შენგელიამ 2017 წ. 20 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა და მას  შესაბამისი ხარისხი მიენიჭა. დიპლომის გადაცემა(დაჯილდოვება) მოხდება 2017 წლის ივნისში ოქსფორდის უნივერსიტეტში.

საგულისხმოა, რომ 2016 წლის იანვარში ნათია შენგელიას ასევე გადაეცა საერთაშორისო სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საერთაშორისო დიპლომი აღრიცხვასა და ბიზნესში. იგი ასევე პროფესიული სტაჟირებით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, ქ. ლონდონში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტუ-ს წარდგინებით 2014 წ. მან მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის. იგი არის მონოგრაფიების და 45-ამდე  სტატიის ავტორი და თანაავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება