სტუდენტური ოლიმპიადა - "მომავალი ეკონომისტი"

სტუდენტური ოლიმპიადა - "მომავალი ეკონომისტი"

26-02-2017 არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში - "მომავალი ეკონომისტი". 

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს.

ოლიმპიადა სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები. ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორეადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამეადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხეადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთეადგილოსანი - 300 ლარით. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა არაფულად პრიზებს.

ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის დარეგისტრირების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 26 მარტი.

ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებგვერდზე ან ღონისძიების Facebook გვერდზე
 


 

სიახლეებში დაბრუნება