პროექტის პრეზენტაცია

23-03-2011
პროექტის პრეზენტაცია
 
23 მარტს, სტუ-ში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა ,,ახალაგზრდული ორგანიზაცია პირველების” პროექტის ,,აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობo ინიციატივების გარანტის” პრეზენტაცია.  
პროექტს აფინანსებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). მისი  მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის, ახალგაზრდობის ჩართვას ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პროცესში და ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივები მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს.
პროექტის ფარგლებში, ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ დიალოგსა და ასევე, იმ შესაძლებლობებს,  თუ როგორ შეიძლება  ქართველი და აფხაზი ახალაგზრდების ამ პროცესებში ჩართვა.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას საქართველოს ყველა დიდ უნივერსიტეტში. ღონისძიებების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები და ინიციატივები გამოიცემა და რეკომენდაციების სახით გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აფხაზურ საზოგადოებას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები