დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის მარჩინ ჰოლუბის ლექციები

30-01-2017 23 - 27 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა პოლონეთის შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მარჩინ ჰოლუბი (Marcin Hołub).


  პოლონელი მეცნიერის მიერ სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარებულმა ლექციებმა ელექტრონიკასა და ელექტროტექნიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. ამავე დროს, ERASMUS+აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში,  ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, დასწრებოდნენ და გაეზიარებინათ უცხოელი პროფესორის გამოცდილება.

პოლონელმა სტუმარმა აკადემიური მობილობის ფარგლებში, აგრეთვე, დაათვალიერა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, გაეცნო გამორჩეულ და პოპულარულ საგანმანათლებლო და კვლევით ლაბორატორიებს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტებზე.

ტექნიკური უნივერსიტეტში სტუმრობისას პოლონელი პროფესორი, ასევე, შეხვდა Erasmus+ ინსტიტუციონალურ კოორდინატორს, პროფ. ოთარ ზუმბურიძეს (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი), პროფ. გია არაბიძეს (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი), პროფ. ირინა გოცირიძეს (ბიოსამედიცინო ინჟინერინგის დეპარტამენტის უფროსი) და ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა პროფესორ-მასწავლებლებს.

შეხვედრებზე განხილული იქნა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, პერსპექტივები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

პოლონელი მეცნიერის ლექციები და მასთან შეხვედრები ორგანიზებული იქნა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების და სტანდარტების სამსახურის მიერ.

   

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები