პატარა სტუმრები

17-03-2011
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მუზეუმის პატარა სტუმრები
 
ა.წ.  14 და 16 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ,, გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის’’ და ,,მინერალოგიისა და პეტროგრაფიის’’ მუზეუმებს საერთაშორისო სკოლა ,,ახალი სკოლის’’  III კლასის ქართულ და ინგლისურ ენოვანი ჯგუფები და ქ. თბილისის #52 საჯაროს სკოლის IV კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
 
საერთაშორისო სკოლის ,,ახალი სკოლის’’ მოსწავლეები
მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში
ქ. თბილისის N52 საჯაროს სკოლისმოსწავლეები
მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში
 
ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში არსებული  მინერალების და ქანების მრავალფეროვანი კოლექციები, ასევე  საიუველირო, სანახელავო და მოსაპირკეთებელი ქვები,  მინერალების კრისტალური მესრის მოდელები და ცალკეული მინერალების ბუნებრივი კრისტალები, რომლებიც მინერალოგიურ–პეტროგრაფიული ექსპონატების თვალსაზრისით ერთ–ერთი მდიდარი და მრავალფეროვანია ამიერკავკასიაში.
 
 
გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, რომელიც 70 წლიან პერიოდს მოიცავს.        
გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმისდათვალიერებისასბავშვები გაეცნენ თემატურ მასალას, რომელიც ასახავს დედამიწის აგებულების და განვითარების ისტორიას, მუზეუმში გამოფენილ გეოლოგიურ ჭრილების ამსახველ მასალას, პანოებს, მაკეტებს, ნამარხი ორგანიზმების მულაჟებს, სურათებს, გამოჩენილ მეცნიერთა პორტრეტებს, ძველი ლანდშაპტების სქემებს და სხვ.
სკოლაში ბავშვები წინა დღეს გაეცნენ ინფორმაციას დედამიწის შესახებ, ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები და მუზეუმის დათვალიერების პერიოდში გაუჩნდათ უამრავი კითხვა, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები